ფეხბურთი

0:10 | 24.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერის“ მფლობელს 320 მილიონი ევროს ოდენობის დავალიანება დაეკისრა

„ინტერის“ მფლობელმა სტივენ ჟანგმა ჩინეთის სამშენებლო ბანკის 320 მილიონი ევროს ვალი უნდა დაფაროს - წერს Corriere dello Sport.

Great Matrix Limited-მა, რომელსაც აკონტროლებს Zhang's Suning Holdings, აიღო 255 მილიონი ევროს სესხი. სესხის დაფარვის ვალდებულებები არ შესრულდა.

ჰონგ კონგში „ინტერის“ მფლობელს სამთვიანი პატიმრობა ემუქრება. იქ მან წააგო სასამართლო პროცესი.

სერია A-ს 29 ტურის შემდეგ „ინტერი“ 76 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.

0.118803