ფეხბურთი

19:00 | 23.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ელიტ-რაუნდის მეორე ტურში თურქეთი დაამარცხა

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ელიტ-რაუნდში, რომელსაც ქუთაისი მასპინძლობს, ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, თურქეთის ნაკრები 3:1 დაამარცხა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ნახევარში კი, გიორგი ჩიტაურის გუნდმა მეტოქეს აჯობა. ანგარიში 65-ე წუთზე მათე შათირიშვილმა გახსნა, რასაც მალევე ხალიდ დოლტმურზიევის გოლი მოჰყვა და ქართველების უპირატესობა ორამდე გაიზარდა.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ პირველ წუთზე თურქებმა ერთი ბურთი გაქვითეს, მაგრამ კომპენსირებულ მე-14(!) წუთზე ლაშა ხუციშვილმა ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში 3 ქულით მეორე-მესამე ადგილებს სერბეთთან ერთად იყოფს, თურქეთს 1 ქულა აქვს, ხოლო ლიდერი დანიაა 4 ქულით. ბოლო ტურში 26 მარტს, საქართველო სწორედ დანიას ეთამაშება და ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელიც ბოლო ტურში გაირკვევა.

თურქეთი - საქართველო 1:3 (0:0)

გოლები: 0:1 შათირიშვილი (65), 0:2 დოლტრმურზიევი (76), 1:2 გულმენი (90), 1:3 ხუციშვილი (90)

საქართველო (4-3-3): ყავლაშვილი; გვასალია, გლუნჩაძე (ხუციშვილი 85), გოგოლი, შათირიშვილი; ლომიძე, ელისაშვილი (რატიანი 85), ჩიქოვანი (გოგილაშვილი 76); დანელია, დოლტმურზიევი, ჩუბინიძე (დიაკონიძე 67)

0.110142