ევრო 2024-ის პლეი-ოფის ფინალზე, რომელშიც საქართველოს ნაკრები საბერძნეთის ნაკრებს უმასპინძლებს, ყველა ბილეთი გაიყიდა.
როგორც ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება, ბილეთების გაყიდვის დაწყებიდან 5 საათსა და 35 წუთში ყველა ბილეთი რეალიზებულია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და საბერძნეთის მატჩი 26 მარტს, „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე გაიმართება.