ძიუდო

16:30 | 23.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ავთანდილ ჭრიკიშვილი ძიუდოდან გააცილეს

თბილისის გრანდ-სლემის შესვენების დროს, მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონ ავთანდილ ჭრიკიშვილს სპორტიდან გაცილების ცერემონია მოუწყვეს.

ქართული ძიუდოს ლეგენდა ცერემონიაზე საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ დიდების მედლით დააჯილდოვა და ასევე სამეფო ჭადრაკის დაფა გადასცა. ჭრიკიშვილმა როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო ფედერაციას, გულშემატკივრებს, მედიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და დააანონსა რომ ის კარიერას მწვრთნელის რანგში გააგრძელებს.

ავთანდილ ჭრიკიშვილი 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 2013, 2014 და 2015 წლებში ზედიზედ სამჯერ ევროპის ჩემპიონატი მოიგო. გარდა ამისა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ვერცხლის მედლების მფლობელიცაა. სამივე სინჯის მედლებს ფლობს სხვადასხვა გრანდ სლემსა და გრან პრიზე.

0.126337