ფეხბურთი

12:57 | 23.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტა: "ძალიან მინდა, ჩავიმ გადაიფიქროს და "ბარსელონაში" დარჩეს"

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ სურს ჩავი გუნდში დარჩეს. „ბლაუგრანას“ პრეზიდენტი არ აპირებს ესპანელი სპეციალისტის გადაწყვეტილებაში ჩარევას, მაგრამ სურვილი აქვს, რომ გადაიფიქროს და „ბარსაში“ დარჩეს.

„ვფიქრობ, მთელი ეს გზა, რომელიც გუნდმა გაიარა, გვაძლევს საშუალებას ვიოცნებოთ და ამ ოცნების რეალობად ქცევაც შეგვიძლია საუბარი მაქვს ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე. ძალიან მინდა, ჩავიმ გადაიფიქროს და „ბარსელონაში“ დარჩეს, თუმცა მასზე ზეწოლას არ ვაპირებ. ეს მისი გადასაწყვეტია, მან იცის, რომ მინდა მისი დარჩენა, ვნახოთ, სეზონის ბოლოს რა მოხდება“, - თქვა ლაპორტამ.

შეგახსენებთ, რომ ჩავიმ „ბარსელონადან“ სეზონის ბოლოს წასვლის შესახებ გადაწყვეტილება კარგა ხნის წინ მიიღო.

0.117646