ფეხბურთი

20:00 | 22.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

Sport24: "ქართველებს კარგი გუნდი ჰყავთ, კვარაცხელია დესერტია"

ბერძნული გამოცემა Sport24 საქართველო-საბერძნეთის მატჩის შესახებ წერს. გამოცემის აზრით, საბერძნეთი იმსახურებს და შეუძლია ევროპის ჩემპიონატზე გასვლას, მაგრამ საქართველოსაც კარგი გუნდი ჰყავს.

„ამ ნაკრების ამოცანა გერმანიაში, ევრო 2024-ზე ყოფნაა. ყაზახეთთან უაღრესად მარტივად მოვიგეთ, მოსალოდნელზე მეტადაც, ახლა კი, თბილისში ევრო 2024-ის საგზურისთვის მივდივართ. ჩვენ ვიმსახურებთ ზაფხულში ფინალურ ეტაპზე ყოფნას, ეს ტურნირი ზუსტად 20 წლის წინ მოვიგეთ კიდეც. ყველაფერი გვიჩვენებს, რომ ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ ეს საგზური.

ყველა შუქი ახლა ხვიჩა კვარაცხელიასკენაა მიმართული. „ნაპოლის“ სუპერვარსკვლავი საუკეთესოა ქართულ ფეხბურთში, მაგრამ საქართველოს ნაკრები მარტო კვარადონა არ არის, რაც მათ ლუქსემბურგთანაც დაამტკიცეს. ქართველებს კარგი გუნდი ჰყავთ და კვარაცხელია უბრალოდ დესერტია. საქართველოს ნაკრებს ჰყავს მსოფლიო დონის მოთამაშე და მას დაეყრდნობა. თუმცა გუსტავო პოიეტმა ყაზახეთთან ყველა არჩევანი სწორად გააკეთა და ურუგვაელმა იცის, რა უნდა გააკეთოს თბილისშიც, სადაც განსხვავებული სიტუაცია ექნება“, - წერს Sport24.gr.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების მატჩი 26 მარტს, „დინამო არენაზე“, 21:00 საათზე გაიმართება.

0.121796