ფეხბურთი

18:20 | 22.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

თურქეთის ნაკრები შეიძლება ევრო 2024-დან მოკვეთონ

თურქეთის ნაკრები შეიძლება უეფამ ევროპის ჩემპიონატიდან მოკვეთოს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მაჰდუმ რზაიევი წერს.

საქმე ეხება, „ტრაბზონსპორი“ – „ფენერბაჰჩეს“ მატჩს და თუ დამტკიცდა, რომ თურქეთის ფეხბურთსი ფედერაციის მუშაობაში პოლიტიკოსები და მაღალჩინოსნები ერევიან, უეფასგან მკაცრი სანქციებია მოსალოდნელი.

„დღეს შემთხვევით შევხვდი უეფაში მომუშავე ჩინოვნიკს. "ტრაბზონსპორი" - "ფენერბაჰჩეს" მატჩზე მას რამდენიმე შეკითხვა დავუსვი და მიღებული პასუხების მიხედვით, შეიძლება თურქეთში დიდი სკანდალი იყო. ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ „ფენერბაჰჩე“ ჩემპიონატს დატოვებს, დიდი გამოძიება შეიძლება დაიწყოს. თუ დაამტკიცებენ, რომ პოლიტიკა გავლენას ახდენს ფედერაციას, ძალიან მძიმე სანქციები მოჰყვება. არაა გამორიცხული თურქეთის ნაკრები ევრო 2024-დან გამორიცხონ. მისი თქმით, თურქეთის სუპერლიგა მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და ნებისმიერ დროს შეიძლება ყველაფერი მოხდეს“, - დაწერა რზაიევმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფში პორტუგალიის, ჩეხეთის, ასევე საქართველოს ან საბერძნეთსი ნაკრებებს დაუპირისპირდება.

0.120843