ევრო 2024-ის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე საბერძნეთის ნაკრები იქნება, რომელმაც ნახევარფინალში ყაზახეთის ნაკრები ძალიან ადვილად, 5:0 დაამარცხა.
გუსტავო პოიეტის გუნდმა მეტოქეს მართლაც მარტივად აჯობა, რადგან საწყის 15 წუთში უკვე ორბურთიან უპირატესობას ფლობდა, ხოლო პირველი ტაიმი 4:0 მოიგო. მატჩის მიწურულს ბერძნებმა მეხუთეც გაიტანეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.
საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებთა მატჩი 26 მარტს, „დინამო არენაზე“ გაიმართება.
საბერძნეთი - ყაზახეთი 5:0 (4:0)
გოლები: 1:0 ბაკასეტასი (9), 2:0 პელკასი (15), 3:0 იოანიდისი (37), 4:0 კურბელისი (40), 5:0 ტაპალოვი (87, ა.გ)