ფეხბურთი

13:38 | 21.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

საზონოვი და მექვაბიშვილი განაცხადს მიღმა

საქართველოს ნაკრები დღეს ევრო 2024-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგს დაუპირისპირდება.

უეფას ვებგვერდზე გამოქვეყნდა საქართველოს ნაკრების მატჩის განაცხადი, რომელშიც მაქსიმუმ 23 ფეხბურთელი უნდა იყოს.

ვინაიდან ვილი სანიოლს 26 მოთამაშე ჰყავდა გამოძახებული, 3 მათგანის განაცხადს მიღმა დატოვება მოუწია კონკრეტულად ამ მატჩისთვის. ხვიჩა კვარაცხელია რომ არ არის განაცხადში, ბუნებრივია, რადგან დისკვალიფიკაცია აქვს, ხოლო მის გარდა, საბა საზონოვი და ანზორ მექვაბიშვილი არ არიან 23-კაციან სიაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

0.117749