საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდი წარუმატებლად დაიწყო.
ვასილ მაისურაძის გუნდი პირველ ტურში ჩეხეთს დაუპირისპირდა და 0:1 წააგო. მატჩის ბედი მეოთხე წუთზე ზდენეკ ტომანის მიერ გატანილმა გადაწყვიტა და დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა.
ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში მასპინძელმა იტალიამ შოტლანდია დაამარცხა და ჯგუფს სათავეში ჩაუდგა.