ჩოგბურთი

19:48 | 20.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

იანიკ სინერი აშშ-ში იტალიის საფეხბურთო ნაკრების ვარჯიშს დაესწრო

მსოფლიოს მესამე ჩოგანი, 22 წლის იტალიელი ჩოგბურთელი იანიკ სინერი იტალიის საფეხბურთო ნაკრების ვარჯიშს ფორტ-ლოდერდეილში (ფლორიდა, აშშ) დაესწრო.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში „სკუადრა აძურა“ ამხანაგურ მატჩებს ვენესუელასა და ეკვადორის ნაკრებებთან გამართავს. შეხვედრები, შესაბამისად, 22 და 24 მარტს გაიმართება.

თავის მხრივ სინერი ჩავიდა მაიამის მამაკაცთა მასტერსის ტურნირზე, რომელიც 20-დან 31 მარტამდე გაიმართება. იტალიელი შეჯიბრზე მეორე ნომრად არის განთესილი, მსოფლიოს პირველი ნომრის, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის შეჯიბრიდან მოხსნის გამო.

ტურნირის მოქმედი გამარჯვებული რუსი დანილ მედვედევია, რომელმაც შარშანდელ ფინალში სინერი ანგარიშით 7:5, 6:3 დაამარცხა.

0.109614