კალათბურთი

0:27 | 20.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას შესანიშნავმა თამაშმა "ვირტუსი" ევროლიგაში ზედიზედ მესამე წაგებისგან ვერ იხსნა

ევროლიგის 30-ე ტურში „ვირტუს ბოლონია“ სტუმრად კაუნასის „ჟალგირისთან“ 81:96 დამარცხდა. ბოლონიელებმა პირველი ტაიმი კარგად ჩაატარეს, მაგრამ მეორე ნახევარი ჩააგდეს და საბოლოოდ 15 ქულით წააგეს.

თორნიკე შენგელიამ 29 წუთში 19 ქულა, 3 მოხსნა, 5 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 7-დან 5 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 23-ს გაუტოლდა.

შენგელია, როგორც ქულებით, ისე მარგი ქმედების კოეფიციენტით ორივე გუნდში საუკეთესო იყო.

„ვირტუს ბოლონია“ 17 მოგებით და 13 წაგებით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 22 მარტს, სტუმრად „ცრვენა ზვეზდას“ დაუპირისპირდება.

0.10074