ფეხბურთი

21:55 | 19.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქოჩორაშვილი: "ვცდილობთ, ისე მოვემზადოთ, როგორც ყველა მატჩისთვის ვემზადებით"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა ლუქსემბურგთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ყველა ფეხბურთელი მოტივირებულია.

"გუშინ დავიწყეთ შეკრება. მოხარული ვარ, რომ ნაკრებთან ერთად ვარ ამ გადამწყვეტ ეტაპზე. ყველა მოტივირებულია, ვიცი, თუ რამხელა დონის თამაშია, თუმცა ვცდილობთ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მოვემზადოთ ისე, როგორც ყველა მატჩისთვის ვემზადებით", - თქვა ქოჩორაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ლუქსემბურგის ნაკრებს 21 მარტს, თბილისში, „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს. ამ წყვილში გამარჯვებული გუნდი 26 მარტს, ფინალში საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის უმჯობესს შეხვდება. ფინალის მასპინძელიც საქართველო-ლუქსემბურგს შორის გამარჯვებული იქნება.

0.117333