ცნობილი რუსი საფეხბურთო კომენტატორი ვასილი უტკინი მოულოდნელად, 52 წლის ასაკში გარდაიცვალა.
უტკინის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. მან პოპულარობა 90-იანი წლების შუაში მოიპოვა NTV-სა და NTV plus-ზე მუშაობით, სადაც იყო კომენტატორი, ჟურნალისტი და გადაცემა „საფეხბურთო კლუბის“ წამყვანი.
2010-2015 წლებში უტკინი NTV Plus-ის მთავარი რედაქტორი იყო, ხოლო ბოლო პერიოდში იუთუბზე საკუთარი არხი ჰქონდა, სადაც განაახლა ცნობილი გადაცემა „საფეხბურთო კლუბი“.
2004-2005 წლებში ვასილი უტკინი ზედიზედ ორჯერ დაასახელეს საუკეთესო კომენტატორად. ის ასევე ფლობდა სამოყვარულო საფეხბურთო კლუბ „ეგრისს“. სახელი შემთხვევით არ შეურჩევია - ვასილი უტკინი საქართველოსადმი სიმპათიას არასდროს მალავდა.