ქართული ძიუდოს ლეგენდებმა, ვარლამ ლიპარტელიანმა და ავთანდილ ჭრიკიშვილმა კარიერა დაასრულეს.
ორივე მათგანის ძიუდოდან გაცილების ცერემონია თბილისის გრანდ სლემზე გაიმართება. 23 მარტს ჭრიკიშვილს გააცილებენ, ხოლო 24 მარტს - ლიპარტელიანს.
ვარლამ ლიპარტელიანმა კარიერის განმავლობაში სამჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონატი, გარდა ამისა, 6-ჯერ ვერცხლის მედალს დაეუფლა, ერთხელ ბრინჯაოს. მსოფლიოს ჩემპიონატზე ვარლამის მონაგარი 3 ვერცხლი და 3 ბრინჯაოა, ხოლო ოლიმპიადაზე ერთხელ ვერცხლს დაეუფლა. გარდა ამისა, მან სხვადასხვა ტურნირებზე, გრანდ სლემებსა თუ გრან პრიზე, ჯამში 26 მედალი მოიპოვა.
ავთანდილ ჭრიკიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე თითო ოქროს და ვერცხლს ფლობს, ევროპის 3-გზის ჩემპიონია, ერთხელ ვერცხლიც მოიპოვა, ხოლო 12 მედალი სხვადასხვა ტურებზე მოიპოვა.