თურქეთის სუპერლიგის მატჩის დასრულების შემდეგ „ტრაბზონსპორის“ ფანები მოედანზე შეიჭრნენ და „ფენერბაჰჩეს“ ფეხბურთელებზე თავდასხმა სცადეს.
როგორც თურქული მედია იტყობინება, დაკავებულია 12 ადამიანი და კიდევ გრძელდება დამნაშავეთა დაკავება.
გარდა ამისა, „ფენერბაჰჩემ“ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მთავარი ისაა, რომ კლუბი ჩემპიონატის დატოვებით იმუქრება.
შეგახსენებთ, რომ „ფენერბაჰჩემ“ „ტრაბზონსპორი“ 3:2 დაამარცხა, საფინალო სასტვენის შემდეგ ფეხბურთელები ზეიმობდნენ, როდესაც მასპინძელი ფანები მოედანზე შეიჭრნენ და ფეხბურთელებთან ჩხუბი დაიწყეს.