„ნოტინგემ ფორესტს“ ინგლისის პრემიერლიგაში 4 ქულა დააკლეს. კლუბი ფინანსურ დარღვევებში ამხილეს, რის გამოც აღნიშნული სასჯელი მიიღო.
იგივე დარღვევებისთვის მანამდე „ევერტონი“ 10 ქულით დააჯარიმეს, რომელსაც მოგვიანებით სასჯელი შეუმსუბუქეს და 6 ქულა დააკლეს.
ამრიგად, პრემიერლიგაში ახლა ორი გუნდია დაკლებული ქულებით. „ნოტინგემს“ 4 ქულის ჩამოკლების შემდეგ 21 ქულა დარჩა და გასავარდნ ზონაში, მე-18 ადგილზე აღმოჩნდა. ამით ყველაზე მეტად „ლუთონმა“ იხეირა, რომელსაც 22 ქულა აქვს და გასავარდნი ზონა დატოვა.