ფეხბურთი

14:25 | 18.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ინძაგი: "მოგება გვინდოდა, შედეგის გამო იმედგაცრუებული ვართ"

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ „ნაპოლისთან“ მატჩის (1:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მოგება უნდოდათ და შედეგის გამო იმედგაცრუებულია.

„იმედგაცრუებულები ვართ, გამარჯვება გვინდოდა, ჩვენთვის, გულშემატკივრებისთვის. ბოლო წუთებში დაღლილობა იგრძნობოდა, მაგრამ ბევრი სახიფათო მომენტი ჩვენს კართან არ მიგვიღია.

ბიჭებმა შესანიშნავად ითამაშეს, ისინი შევაქე. „ატლეტიკოსთან“ 120 წუთი ვითამაშეთ და დღეს ეს არ ჩანდა. იტალიის ჩემპიონს ვეთამაშეთ და არაფერი დავუთმეთ. ძალიან ყურადღებით ვითამაშეთ. გვინდოდა ჩემპიონატში ზედიზედ მე-11 მატჩის მოგება და ვერ შევძელით, მაგრამ ეს ფეხბურთია, ვეცდებით, ეს თამაშიც გაკვეთილად გამოვიყენოთ.

იმედი გვაქვს, რომ სკუდეტოს მოვიგებთ, მაგრამ ჯერ კიდევ გვაქვს სამუშაო, სეზონის დასრულებამდე ორი თვე რჩება. არ უნდა მოვდუნდეთ და ეს კონცენტრაცია ბოლომდე შევინარჩუნოთ“, - თქვა ინძაგიმ.

შეგახსენებთ, რომ „ინტერი“ უახლოეს მდევარ „მილანს“ 14 ქულით უსწრებს, ხოლო სეზონის დასრულებამდე მხოლოდ 9 ტურია დარჩენილი.

0.11439