ფეხბურთი

19:45 | 17.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილის საგოლე პასი ავსტრიის ბუნდესლიგაში

გრაცის „შტურმმა“ ავსტრიის ბუნდესლიგის 23-ე ტურში სტუმრად „აუსტრია კლაგენფურტი“ 4:0 დაამარცხა.

ოთარ კიტეიშვილმა 61 წუთი ითამაშა და საგოლე პასი მიითვალა. ქართველი ფეხბურთელის გადაცემით 23-ე წუთზე ტომი ჰორვატმა შეძლო გოლის გატანა. კიტეს აქტივში მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 31 შეხვედრაში 6 გოლი და 7 საგოლე პასია.

„შტურმი“ ქულით უსწრებს „ზალცბურგს“ და ლიდერობს ბუნდესლიგას, მაგრამ კონკურენტზე თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული. მომდევნო ტურში 31 მარტს, გრაცში სწორედ ეს გუნდები შეხვდებიან.

0.133591