„ვოლფსბურგის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ნიკო კოვაჩი დაითხოვეს. ინფორმაცია გერმანული კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
ხორვატის გათავისუფლების მიზეზი წარუმატებელი შედეგები გამოდგა, რადგან „მგლებს“ 2024 წელს 10 მატჩიდან არცერთი მოუგიათ. ბოლოს მათ „აუგსბურგთან“ 1:3 წააგეს.
„ვოლფსბურგი“ ბუნდესლიგაში 26 ტურის შემდეგ 25 ქულით მე-14 ადგილზეა და გავარდნის საფრთხეც ემუქრება.