კალათბურთი

1:38 | 17.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის ორმაგი დუბლი და MVP-ის ტიტული ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას 25-ე ტურში „ლენოვო ტენერიფემ“ სტუმრად „მორაბანკ ანდორა“ დამაჯერებლად, 79:66 დაამარცხა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი, გიორგი შერმადინი იყო.

ქართველმა ცენტრმა თავის ყოფილ გუნდთან ორმაგი დუბლი შეასრულა - 28 წუთში 23 ქულა, 10 მოხსნა, 1 პასი და 3 დაფარება. გიორგიმ 11-დან 9 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.

როგორც მოპოვებული ქულების, ისე მარგი ქმედების კოეფიციენტით, შერმადინი ორივე გუნდში საუკეთესო იყო და მატჩის MVP-ის ტიტული დამსახურებულად მოიპოვა.

„ლენოვო ტენერიფე“ 15 მოგებით და 10 წაგებით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 24 მარტს, „გრან კანარიას“ უმასპინძლებს.

0.164691