ფეხბურთი

21:35 | 16.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

„რეალმა“ „ოსასუნა“ ადვილად დაამარცხა

ესპანური პრიმერას 29-ე ტურის მატჩში მადრიდის „რეალი“ „ოსასუნას“ ეწვია 4:2 დაამარცხა.

დუბლი მიითვალა ბრაზილიელმა ვინისიუსმა, ურუგვაელმა ფედერიკო ვალვერმ კი საგოლე გადაცემების ჰეთ-თრიქი შეასრულა. თითო გოლი მან დანი კარვახალს, ვინისიუსს და ბრაიმ დიასს გაატანინა.

ახლა ლიდერ „რეალს“ 72 ქულა მოუგროვდა და 9 პუნქტით უსწრებს უშუალო მდევარ „ჟირონას,“ რომელიც თავის მატჩს დღეს მოგვიანებით გამართავს სტუმრად „ხეტაფესთან“

ესპანეთი. პრიმერა დივიზიონი. 29-ე ტური. 16 მარტი: ოსასუნა - რეალი 2:4, მალიორკა - გრანადა 1:0, სოსიედადი - კადისი 2:0, ხეტაფე - ჟირონა და ბილბაო - ალავესი მოგვიანებით გაიმართება

0.113579