ფეხბურთი

20:20 | 16.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ტორინოს" მარტივი გამარჯვება სერია A-ში, საბა საზონოვმა ბოლო წუთები ითამაშა

სერია A-ს 29-ე ტურში „ტორინო“ „უდინეზეს“ ესტუმრა, რომელიც დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.

საბა საზონოვი არ იყო ძირითად შემადგენლობაში, თუმცა, 83-ე წუთზე ალესანდრო ბონჯორნოს ნაცვლად გამოჩნდა მოედანზე. მან დაახლოებით 10 წუთზე ოდნავ მეტი ითამაშა და ურიგოდ არ გამოიყურებოდა, თუმცა, ერთ მომენტში იუხეშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

„ტორონომ“ პირველი და მეორე ტაიმის დასაწყისში, დუვან საპატასა და ნიკოლა ვლაშიჩის გოლებით ადვილად მოიგო.

ტურინელები 41 ქულით მე-10 ადგილზე არიან და მომდევნო ტურში 30 მარტს, „მონცას“ შინ დაუხვდებიან. საბა საზონოვს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 12 მატჩი აქვს ჩატარებული.

0.119065