ფეხბურთი

17:15 | 16.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "ბავშვებს ვუყვარვარ, ამიტომ, მათთვის მოედანს მიღმაც მისაბაძი უნდა ვიყო"

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც Adidas-ის სახე გახდა, სწორედ ამ კომპანიას ინტერვიუ მისცა. ქართველმა ვარსკვლავმა სხვადასხვა თემებზე ისაუბრა.

„ახალი თაობის ბუცები ფანტასტიკურია. Adidas Predator-ი მაგონებს ზიდანს და სხვა ლეგენდებს, რომლებიც ამ ბუცებით თამაშობდნენ. შემიძლია ვთქვა, რომ ამ ბრენდის ნაწილად ყოფნა, ჩემთვის აბსოლუტური პრივილეგიაა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ამ ბრენდის ერთ-ერთი სახე ვიქნებოდი. ბუცები ფუნდამენტური ნაწილია ნებისმიერ ფეხბურთელისთვის, განსაკუთრებით, შემტევი ფეხბურთელისთვის.

„ნაპოლის“ გულშემატკივრები მართლაც ფანტასტიკურები არიან, ძალიან ბედნიერი ვარ. მათ უყვართ ფეხბურთი და ვამაყობ, რომ ძალიან კარგად მექცევიან. „ნაპოლი“ დიდი გუნდია, წარსულშიც შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავდა, მათ შორის, ისეთი ლეგენდა, როგორიც მარადონაა. ამ მაისურით თამაში ჩემთვის დაუვიწყარი გამოცდილებაა.

მარადონას მეტსახელი? მარადონა ფეხბურთის ღმერთია. მასთან შედარება კარგი გრძნობაა, მაგრამ ჩემს თავს მე ვერ მივცემ უფლებას, რომ შევედარო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელს. რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ, რომ კვარადონას მეძახიან, ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. წლების განმავლობაში ჩემი ტექნიკური არსენალი გაუმჯობესდა. როცა საქართველოში ვიყავი, ვარჯიშის შემდეგ ვრჩებოდი მოედანზე, რათა განმევითარებინა ყველა ის უნარები, რაც დღეს მაქვს. მიყვარს ეს სპორტი, ვცდილობ, ყოველი წამით ვისიამოვნო. როდესაც ფეხბურთს ვთამაშობ, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ვარ.

ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი? ეს ოცნება იყო, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ერთხელაც ცოცხლად მოვისმენდი. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო სტადიონზე პირველად მისი მოსმენა. როდესაც მუსიკა დასრულდა, გულშემატკივრების შეძახილი გაისმა - The Champions - ეს ფანტასტიკური იყო. წარმოუდგენელი განცდაა, ოცნება, რომელიც ამიხდა. ამან უფრო დიდი მოტივაცია მომცა.

ახლა, როცა პოპულარული ვარ, ყველასთვის მისაბაძი მაგალითი ვარ. საქართველოში ბავშვებს ვუყვარვარ, ამიტომ, მათთვის მისაბაძი უნდა ვიყო, უნდა ვიყო თავმდაბალი და მშვიდი. ჩემი მაქსიმუმი უნდა გავაკეთო მოედანზე და მის მიღმა“, - თქვა კვარაცხელიამ.

0.115703