ფეხბურთი

16:41 | 16.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

"გაგრას" პირველი გამარჯვება სეზონში

საქართველოს ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში „გაგრამ“ სტუმრად „სამტრედია“ დაამარცხა და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

თამაში მასპინძლებისთვის კარგად დაიწყო და მე-12 წუთზე გიორგი გოგოლაშვილმა გახსნა ანგარიშით, თუმცა სტუმრებმა მოედანზე სიტუაცია მალევე შეცვალეს: ჯერ გიორგი პაპუაშვილმა გაათანაბრა, ხოლო შემდეგ გიორგი ხარებაშვილმა „გაგრა“ წინ გაიყვანა.

მეორე ტაიმის სტარტზე მათე ვაწაძემ მესამედ დალაშქრა იმერელთა კარი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:3.

„გაგრა“ 3 ქულით მერვე ადგილზეა, ხოლო „სამტრედიას“ 2 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეცხრე პოზიციაზე. მომდევნო ტურში „გაგრა“ „სამგურალს“, „სამტრედია“ კი „დინამო თბილისს“ ეთამაშება.

„სამტრედია“ – „გაგრა“ 1:3 (1:2)

გოლები: 1:0 გოგოლაშვილი (12), 1:1 პაპუაშვილი (22), 1:2 ხარებაშვილი (28), 1:3 ვაწაძე (48)

0.133278