ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა სერჯო პელისიერმა „ბარსელონასთან“ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლაზე ისაუბრა.
როგორც ვერონას „კიევოს“ ლეგენდამ თქვა, რთულ მომენტებში მწვრთნელი გუნდის ლიდერებს უნდა ენდობოდეს.
„საჭიროა გავიგოთ რა იყო მწვრთნელის არჩევანი და ჩანაფიქრი.ვფიქრობ, რომ რთულ მომენტებში უნდა ენდო გუნდის ლიდერებს. თუ დაიწყებ იმ ფეხბურთელების შეცვლას, რომელიც გუშინდლამდე, გასულ სეზონში, ფუნდამენტური იყვნენ, ყველას გაუჩნდება უნდობლობა. რთულ მომენტში სიმბოლო ფეხბურთელები საჭიროა. კალცონა იცნობს თავის ფეხბურთელებს, მაგრამ ახლა არ მგონია საუკეთესო გამოსავლის პოვნა ადვილი იყოს“, - თქვა პელისიერმა.
შეგახსენებთ, რომ ფრანჩესკო კალცონამ ხვიჩა კვარაცხელია მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეცვალა.