ფეხბურთი

21:30 | 15.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

მამაცაშვილმა კუთხურიდან გაიტანა: "იბერიამ" "დინამო თბილისი" დაამარცხა

საქართველოს ეროვნული ლიგის მეორე ტურში თბილისურ დერბიში „იბერიამ“ „დინამო თბილისი“ დაამარცხა.

ამ შეხვედრაში მთავარი მოვლენები პირველ ტაიმში განვითარდა. 34-ე წუთზე მსაჯმა გიორგი ლორია გააძევა, რომელმაც საჯარიმოს გარეთ დაარღვია თამაშის წესი და პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენეს.

პირველი ტაიმის ბოლო წუთზე კი, საბა მამაცაშვილმა გოლი პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა - 1:0. მეორე ნახევარში ანგარიში არ შეცვლილა და გიორგი მიქაძის გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოიგო.

„იბერია“ ოთხი ტურის შემდეგ 10 ქულით ლიდერია, მომდევნო ტურში კი, გორის „დილას“ შეხვდება. „დინამო თბილისს“ მხოლოდ 6 ქულა აქვს და შემდეგ შეხვედრას „სამტრედიასთან“ გამართავს.

„იბერია“ – „დინამო თბილისი“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 მამაცაშვილი (45)

0.114375