ფეხბურთი

20:47 | 15.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

სტივ კინი: "არაბიძე გულდაწყვეტილია, მაგრამ მისთვის ეს დამატებითი მოტივაციაა"

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა სტივ კინმა გორის „დილასთან“ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მან კომენტარი გააკეთა გიორგი არაბიძის შესახებაც, რომელიც საქართველოს ნაკრებში არ გამოიძახეს.

"წაგება არასდროსაა სასიამოვნო. წინა მატჩები გავაანალიზეთ და ვიმუშავეთ შეცდომების გამოსწორებაზე. ხვალ ძალიან რთულ თამაშს ველოდებით. კარგი ამბავია ლაშა შერგელაშვილის დაბრუნება - ის გამოჯანმრთელდა და დილასთან მატჩის განაცხადში იქნება. ეტაპობრივად, სხვა ტრავმირებული ფეხბურთელებიც დაგვიბრუნდებიან.

გიორგი არაბიძე პროფესიონალი და პატრიოტია. ლოგიკურია, რომ ეროვნულ ნაკრებში არგამოძახების გამო ის გულდაწყვეტილია, მაგრამ ჩვენ, ვისაც მასთან კლუბში ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს და ვიცით მისი ხასიათი, ვიცით, რომ ეს მისთვის დამატებითი მოტივაციაა და მოედანზე იმაზე ბევრად ძლიერი გამოვა, ვიდრე მანამდე“, - თქვა კინმა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის „ტორპედომ“ სეზონი ცუდად დაიწყო და სამ ტურში მხოლოდ 3 ქულა მოიპოვა.

0.117661