ფეხბურთი

16:53 | 15.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა მარტის ამხანაგური მატჩებისთვის

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ მარტის ამხანაგური მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ სანაკრებო სიაშია „ბარსელონას“ 17 წლის მცველი პაუ კუბარსი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში პირველად უხმეს. განაცხადშია 16 წლის ლამინ იამალიც, მაგრამ ეს სიახლე აღარაა - უკვე ესპანეთის ნაკრების სტაბილური წევრია.

„ფურია როხას“ შემადგენლობა უახლოესი ორი მატჩისთვის ასეთია:

მეკარეები: უნაი სიმონი (ბილბაო), დავიდ რაია (არსენალი), ალექს რემირო (სოსიედადი)

მცველები: დანი კარვახალი (რეალი), ხესუს ნავასი (სევილია), პედრო პორო (ტოტენჰემი), ემერიკ ლაპორტი (ალ-ნასრი), რობინ ლე ნორმანი (სოსიედადი), დანი ვივიანი (ბილბაო), პაუ კუბარსი (ბარსელონა), ხოსე გაია (ვალენსია), ალექს გრიმალდო (ლევერკუზენი)

ნახევარმცველები: როდრი (მანჩესტერ სიტი), მარტინ სუბიმენდი (სოსიედადი), მიკელ მერინო (სოსიედადი), ფაბიან რუისი (პსჟ), ალექს ბაენა (ვილიარეალი), ოიჰან სანსეტი (ბილბაო)

თავდამსხმელები: დანი ოლმო (ლაიფციგი), ალვარო მორატა (ატლეტიკო), ლამინ იამალი (ბარსელონა), ხოსელუ (რეალი), ნიკო უილიამსი (ბილბაო), ჟერარ მორენო (ვილიარეალი), მიკელ ოიარსაბალი (სოსიედადი), პაბლო სარაბია (ვულვზი)

ესპანეთის ნაკრები 22 მარტს ლონდონში, კოლუმბიას გაეჯიბრება, ხოლო 26 მარტს, მადრიდში, ბრაზილიის ნაკრებს უმასპინძლებს.

0.114363