ფეხბურთი

15:20 | 15.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, სადაც უეფას შტაბ-ბინა მდებარეობს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

შედეგად, ტურნირზე შემორჩენილი 8 გუნდი დაწყვილდა და როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან საინტერესო მატჩები გველოდება.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპი

"არსენალი" (ინგლისი) - "ბაიერნი" (გერმანია)

"ატლეტიკო" (ესპანეთი) - "დორტმუნდი" (გერმანია)

"რეალი" (ესპანეთი) - "მანჩესტერ სიტი" (ინგლისი)

"პარი სენ-ჟერმენი" (საფრანგეთი) - "ბარსელონა" (ესპანეთი)

გარდა ამისა, დღესვე, წინსწრებით გაიმართა ნახევარფინალური ეტაპის წილისყრაც, ასე რომ, ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ორივე ბადე უკვე ცნობილია.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპი

"ატლეტიკო" - "დორტმუნდის" გამარჯვებული ნახევარფინალში "პარი სენ-ჟერმენი" - "ბარსელონას" გამარჯვებულს შეხვდება

"არსენალი" - "ბაიერნის" გამარჯვებული ნახევარფინალში "რეალი" - "მანჩესტერ სიტის" გამარჯვებულს შეხვდება.

ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩები 9-10 აპრილს, ხოლო საპასუხო 16-17 აპრილს გაიმართება. ნახევარფინალები 30 აპრილს, 1 მაისს და 7-8 მაისსა დაგეგმილი, ხოლო ფინალი 1 ივნისს, ლონდონში, „უემბლიზე“ გაიმართება.

0.140969