ფეხბურთი

23:53 | 14.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ვესტ ჰემმა" "ფრაიბურგი" გაანადგურა, "მილანი" მეოთხედფინალში მარტივად გავიდა

ევროპა ლიგაზე ოთხი მეოთხედფინალისტი გაირკვა - „მილანი“, „ბენფიკა“, „მარსელი“ და „ვესტ ჰემი“ მომდევნო ეტაპზე არიან.

„მილანმა“ პრაღაში „სლავია“ ადვილად, 3:1 დაამარცხა, ორი მატჩის ჯამში 7:3 მოიგო და შემდეგ წრეშია. „მარსელმა“ „ვილიარეალთან“ სტუმრად 1:3 წააგო, მაგრამ ფრანგებს პირველი მატჩი შინ 4:0 ჰქონდათ მოგებული, შესაბამისად, ეს მარცხი მათთვის მტკივნეული არ ყოფილა.

„ბენფიკამ“ „აიბროქსზე“ აჯობა „რეინჯერსს“ 1:0. ვინაიდან პირველი შეხვედრა ლისაბონში 2:2 იყო დასრულებული, პორტუგალიელებმა ორი მატჩის ჯამში 3:2 გაიმარჯვეს.

მეოთხედფინალში „ვესტ ჰემიც“, რომელმაც 1 კვირის წინ სტუმრად „ფრაიბურგთან“ 0:1 კი წააგო, მაგრამ დღეს საკუთარ არენაზე გერმანული გუნდი 5:0 გაანადგურა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

კონფერენს ლიგაზე „ფენერბაჰჩემ“ შინ 0:1 წააგო „სენ-ჟილთან“, მაგრამ სტუმრად 3:1 ჰქონდა მოგებული და მეოთხედფინალშია. ფლორენციის „ფიორენტინა“ შინ ჰაიფას „მაკაბის“ დაუზავდა (1:1), მაგრამ სტუმრად 4:3 მოგებული მატჩით მომდევნო ეტაპზეა. სალონიკის „პაოკმა“ ზაგრების „დინამოსთან“ სტუმრად 0:2 წააგო პირველ შეხვედრაში, მაგრამ დღეს ხორვატული გუნდი 5:1 გაანადგურა და მეოთხედფინალში ბერძნები გავიდნენ.

0.12585