„ნაპოლის“ მომავალი მწვრთნელის საკითხი იტალიაში ისევ აქტუალურია. ფრანჩესკო კალცონას გუნდს დროებით ხელმძღვანელობს, ზაფხულიდან კი, აურელიო დე ლაურენტისს ახალი პროექტის მესაჭის მოძებნა მოუწევს.
Radio Kiss Kiss Napoli-ს ცნობით, დე ლაურენტისის ფავორიტი ისევ ანტონიო კონტეა, რომლის დანიშვნას ჯერ კიდევ რუდი გარსიას გაგდების მერე ცდილობდა, თუმცა არ გამოუვიდა. კონტეს დე ლაურენტისთან ურიგო ურთიერთობა არ აქვს და ზაფხულში კლუბის ჩაბარებას შეიძლება დათანხმდეს კიდეც.
გარდა ამისა, დე ლაურენტისის სიაში არიან ფრანჩესკო ფარიოლი (ნიცა), ვინჩენცო იტალიანო (ფიორენტინა) და რაფაელე პალადინო (მონცა). თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტმა ფრანჩესკო კალცონას სრულფასოვანი კონტრაქტიც შესთავაზოს.