ლუქსემბურგის ნაკრების შემადგენლობა საქართველოსთან მატჩის ცნობილია. მთავარმა მწვრთნელმა ლუკ ჰოლტცმა 25 ფეხბურთელი გამოიძახა, მაგრამ მათ შორისაა დანიელ სინანიც, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს და თბილისში ვერ ითამაშებს.
საქართველოსთან დიდი ალბათობით, ასევე ვერ ითამაშებს "აუსტრიას" მცველი მარვინ მარტინში, რომელსაც ტრავმა აქვს და ჯერ უცნობია, მოასწრებს თუ არა, გამოჯანმრთელებას.
ლუქსემბურგის ნაკრების შემადგენლობა მოახლოებული შეხვედრისთვის ასეთია:
მეკარეები: ანტონი მორისი (სენ-ჟილი), ტიაგო კარდოსო პერეირა (გლადბახი), რალფ შონი (ვილტცი)
მცველები: ელდინ ჯოგოვიჩი (მაგდებურგი), მაქსიმ შანო (აიაჩო), ლორენ იანსი (მანჰაიმი), სეიდ კორაჩი (ვოივოდინა), ენეს მაჰმუტოვიჩი (ცსკა სოფია), მარვინ მარტინში (აუსტრია), მიკა პინტო (ვიტესი), ვაჰიდ სელიმოვიჩი (ჟელეზჩნინარი)
ნახევარმცველები: ლეანდრო მარტინში ბარეირო (მაინცი), ფლორიან ბონერი (ბასტია), ლარს ჟერსონი (კონგსვინგერი), კრისტოფერ მარტინში (სპარტაკი), მათიას ოლესენი (ივერდონი), ოლივიე ტილი (ჩერკასი), სებატიან ტილი (სტალი)
თავდამსხმელები: ალესიო კურჩი (როიალ ფრანსი), აიმან დარდარი (მაინცი), დავიდ ჯონათანსი (ბაიერნი), ედვინ მურატოიჩი (რესოვია), გერსონ როდრიგესი (სლოვანი), ივანდრო სანჩესი (ნაიმეგენი), დანიელ სინანი (ზანკტ პაული)
შეგახსენებთ, რომ საქართველო ლუქსემბურგის ნაკრებს 21 მარტს, თბილისში, „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს. ამ წყვილში გამარჯვებული გუნდი 26 მარტს, ფინალში საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის უმჯობესს შეხვდება. ფინალის მასპინძელიც საქართველო-ლუქსემბურგს შორის გამარჯვებული იქნება.