13-14 მარტის ღამეს კონკაკაფის ჩემპიონთა თასის მერვედფინალის საპასუხო მატჩი გაიმართა. „ინტერ მაიამიმ“ საკუთარ მოედანზე „ნეშვილს“ 3:1 მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა (პირველი მატჩი 2:2).
მატჩის მერვე წუთზე პირველი გოლი ურუგვაელმა ფორვარდმა ლუის სუარესმა არგენტინელი ლიონელ მესის გადაცემით გაიტანა. 23-ე წუთზე მესიმ ანგარიში გააორმაგა. 63-ე წუთზე კი თავდამსხმელმა რობერტ ტეილორმა სუარესის პასით „მაიამის“ მესამე გოლი გაიტანა.
90+3-ე წუთზე ნეშვილელმა სემ სურიჯმა ერთი საპასუხო ბურთი შეაგდო.
კონკაკაფის ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში მაიამის „ინტერი“ „მონტერეი“-„ცინცინატის“ წყვილის გამარჯვებულს შეხვდება (პირველი მატჩი სტუმრად 1:0 „მონტერეის“ გამარჯვებით დასრულდა).