ფეხბურთი

1:46 | 14.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბორნმუთმა" "ლუთონს" 0:3-დან 4:3 მოუგო

ინგლისის პრემიერლიგაში მე-17 ტურის გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც „ბორნმუთმა“ „ლუთონი“ დაძაბულ ბრძოლაში 4:3 დაამარცხა.

პირველი ტაიმი სტუმრებმა შესანიშნავად ჩაატარეს და მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანეს, რითაც თითქოს, მატჩის ბედიც გადაწყვიტეს. თუმცა, მეორე ნახევარში „ბორნმუთმა“ შესანიშნავი თამაში აჩვენა სტუმართა კარში 4 გოლი გაიტანა. საბოლოოდ, მასპინძლებმა გაიმარჯვეს და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვეს.

„ბორნმუთმა“ ამ მოგებით 35 ქულა დააგროვა და მე-13 ადგილზეა, ხოლო „ლუთონი“ 21 ქულით გასავარდნ ზონაში, მე-18 პოზიციაზეა.

0.11694