"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა "ბარსელონასთან" მატჩის წინა დღეს მატეო პოლიტანოს ინტერვიუ შეაწყვეტინა. ამაზე უკვე ვწერდით, მაგრამ ახლა გავრცელდა კადრები, რომელშიც ჩანს, რომ დე ლაურენტისმა ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
"ნაპოლის" პრეზიდენტმა თქვა, რომ მისი გუნდის ფეხბურთელს ინტერვიუ მხოლოდ ჯანლუკა დი მარციოსთვის უნდა მიეცა, რომელიც ასევე Sky Sport-ზე მუშაობს, მაგრამ არა მასიმო უგოლინისთვის და კადრებში მისი სიტყვებიც ჩანს: "ამასთან არ უნდა ილაპარაკოს, მხოლოდ დი მარციოსთან! ის ლაციალეა, მას არ ველაპარებით!"
აღსანიშნავია, რომ უეფამ წესდების დარღვევის გამო დე ლაურენტისის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო და სავარაუდოდ, აურელიოს სოლიდური ფინანსური ჯარიმაც ელოდება, რადგან ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ მონაწილე გუნდები ვალდებული არიან, შესაბამის ტელევიზიებს ინტერვიუები მისცენ.