ფეხბურთი

20:57 | 13.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილმა ლა ლიგაში წინა ორი სეზონის პირადი შედეგი უკვე გააუმჯობესა

2023-2024 წლების სეზონი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა გიორგი მამარდაშვილმა წინა ორი სეზონის პირადი შედეგები უკვე გააუმჯობესა.

მას ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 9 მშრალი მატჩი აქვს ჩატარებული (27 მატჩიდან), მაშინ, როდესაც გასულ სეზონში ასეთი 7 (38 მატჩში) ჰქონდა, ხოლო სადებიუტო, 2021-2022 წლების სეზონში - 8 (18 მატჩში)

ქართველმა მეკარემ მიმდინარე სეზონში გოლი „ლას პალმასის“, „ატლეტიკოს“, „გრანადას“, „კადისის“, „რაიო ვალეკანოს“, „სელტას“, „ბილბაოს“, „სევილიასა“ და „ხეტაფეს“ წინააღმდეგ არ გაუშვა.

აღსანიშნავია, რომ გიორგის ლა ლიგაში ზედიზედ 65 მატჩი აქვს ჩატარებული, რითაც „ვალენსიას“ ისტორიაში რეკორდსმენია, თანაც უკვე რამდენიმე მატჩია.

0.116414