საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო ბათუმმა“ ლევან კუტალია დაიმატა. აჭარული კლუბის ვებგვერდზე ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
კუტალია ბოლოს ერევნის „ალაშკერტში“ თამაშობდა და სომხეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 19 მატჩში 12 გოლიც გაიტანა, მაგრამ კლუბთან კონტრაქტი მოულოდნელად გაწყვიტა.
კუტალია მანამდე ისრაელის „ნეს ციონასა“ და „ჰაპოელში“ თამაშობდა, ასევე იყო „ირტიშის“ წევრი, ხოლო საქართველოში „ბაიას“, „ზესტაფონის“, ზუგდიდის „დინამოს“, მარტვილის „მერანის“, „ოდიშის“, „შუქურას“, „ტორპედოს“ და „დინამო თბილისის“ რიგებში აქვს ნათამაშები. კარიერის საწყის ეტაპზე ის ბოსნიაში, „სლავიას“ და „ჟრინსკის“ წევრიც იყო.