ფეხბურთი

18:50 | 13.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილის "შანდონ ტაიშანი" აზიის ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა

აზიის ჩემპიონთა ლიგის ბოლო მეოთხედფინალურ მატჩში ვაკო ყაზაიშვილის „შანდონ ტაიშანი“ სტუმრად „იოკოჰამა მარინოსთან“ დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

იაპონელებმა ჯერ სტუმრად მოიგეს 2:1, ხოლო ამჯერად სამხრეთკორეულ გუნდს საკუთარ მოედანზეც აჯობეს - 1:0 და შესაბამისად, ორი მატჩის ჯამში 3:1 გაიმარჯვეს. ყაზაიშვილი დღევანდელ შეხვედრაში მოედანზე 90 წუთის განმავლობაში იყო.

აზიის ჩემპიონთა ლიგის ორივე ნახევარფინალური წყვილი ცნობილია:

„ალ აინი“ (ემირატები) – „ალ ჰილალი“ (საუდის არაბეთი)

„ულსან ჰიუნდაი“ (სამხრეთ კორეა) – „იოკოჰამა მარინოსი“ (იაპონია)

0.120584