ფეხბურთი

11:40 | 13.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" სკანდალში: ფინანსური პოლიცია ფაილებს და კომპიუტერებს ამოწმებს

„მილანი“ სკანდალში გაეხვა. იტალიური გრანდის სათაო ოფისში, „კაზა მილანში“ ფინანსური პოლიცია შევიდა.

მათ შესამოწმებლად წაიღეს ფაილები და კომპიუტერული ტექნიკა. როგორც იტალიური მედია იტყობინება, „მილანს“ ისევ ელიოტის კომპანია ფლობს და არა ჯერი კარდინალეს RedBird-ი, რომელმაც ელიოტისგან კლუბი ოფიციალურად 2022 წელს შეიძინა.

არსებობს ეჭვი, რომ საბუთები გაყალბებულია და „როსონერი“ ისევ ელიოტის კომპანიის მფლობელობაში რჩება, რომელიც ასევე ფლობს ფრანგულ „ლილს“. ორივე კლუბი ევროტურნირებზე თამაშობს, რაც უეფას და იტალიის ფეხბურთის ფედერაციის წესდების დარღვევაა.

თუ ყველა ბრალი დადასტურდება, „მილანს“ სერიოზულ ფინანსურ ჯარიმასთან ერთად, სპორტული სანქციაც ემუქრება.

გარდა ამისა, ეჭვმიტანილთა შორის არიან „მილანის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ივან გაზიდისი და ამჟამინდელი დირექტორი ჯორჯო ფურლანი. ჯერჯერობით, უცნობია, ზუსტად რა ზომის სანქციები ემუქრება იტალიურ კლუბს და როდის დასრულდება გამოძიება.

თეგებიმილანი
0.114344