ფეხბურთი

3:19 | 13.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

კალცონა: "პენალტი იყო, არ მესმის, VAR-ი რატომ არ გამოიყენეს"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ „ბარსელონასთან“ მატჩის (1:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ბევრი შეცდომა დაუშვეს, მაგრამ ანგარიშის გათანაბრებასაც იმსახურებდნენ.

„იმედგაცრუებულები ვართ, რადგან აქ მოსაგებად და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ჩამოვედით. შეცდომები დავუშვით, რამაც ძლიერი გუნდი უფრო გააძლიერა. დასაწყისში ბურთი ბევრჯერ დავკარგეთ, მალევე 0:2 ჩამოვრჩით და უფრო გართულდა თამაში.

შემდეგ მოვახერხეთ თამაშში დაბრუნება და ცოტა უფრო მეტს ვიმსახურებდით. თუმცა, ცუდმა სტარტმა დაგვაზარალა. ოსიმენზე პენალტი? რაც ვნახე, როგორც მოედანზე, ისე ტელევიზორში, პენალტი იყო. არ მესმის, რატომ არ გამოიყენეს VAR-ი და რატომ მიიღეს სწრაფად გადაწყვეტილება, ამ მომენტს თამაშის შეცვლა შეეძლო, მაგრამ ამის გამო არ წაგვიგია, ლინდსტრომს გათანაბრება შეეძლო, იმედგაცრუებულები ვართ, რადგან გათანაბრება დამსახურებულად შეგვეძლო“, - თქვა კალცონამ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ მომდევნო მატჩს კვირას, სტუმრად „ინტერის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.132929