ფეხბურთი

20:10 | 12.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

მაურიციო სარიმ "ლაციო" დატოვა

მაურიციო სარიმ „ლაციოს“ მწვრთნელის პოსტი დატოვა. 65 წლის სპეციალისტმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა და ახლა კლუბის პასუხის მოლოდინშია.

ძნელი წარმოსადგენია, რომ „ლაციოს“ ბოსებმა მას გადადგომის შესახებ განცხადება არ დაუკმაყოფილონ. სარის პრეზიდენტ კლაუდიო ლოტიტოსთან ურთიერთობა გაუფუჭდა, რასაც ცუდი შედეგებიც დაემატა.

„უდინეზესთან“ წაგების (1:2) შემდეგ, კლუბმა გადაწყვიტა, ფეხბურთელები შეკრებაზე წაეყვანა, რასაც მწვრთნელი არ ეთანხმებოდა და მან სამსახურის დატოვება არჩია. სარი „ლაციოს“ 2021 წლიდან ავარჯიშებდა და გასულ სეზონში სერია A-ში მეორე ადგილზეა, ხოლო მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გაიყვანა.

„ლაციო“ ამჟამად სერია A-ში მხოლოდ მეცხრე ადგილზეა, პარალელურად იტალიის თასისთვის იბრძვის, სადაც ნახევარფინალში ტურინის „იუვენტუსს“ შეხვდება. უცნობია, ვინ იქნება „ლაციოს“ ახალი მწვრთნელი.

0.113044