ფეხბურთი

18:36 | 12.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

რაფაელ ბენიტესი "სელტადან" გაათავისუფლეს

ვიგოს „სელტას“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რაფაელ ბენიტესი დაითხოვეს. გამოცდილ სპეციალისტს კარისკენ წარუმატებელი შედეგების გამო მიუთითეს.

ვიგოელებმა გადაწყვეტილება „რეალთან“ წაგების (0:4) შემდეგ მიიღეს. ჯერჯერობით, უცნობია, ვინ შეცვლის რაფას.

„სელტა“ ლა ლიგაში 24 ქულით მე-17 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ 2 ქულით უსწრებს. რაფაელ ბენიტესი გალისიელებს 2023 წლის ივლისიდან წვრთნიდა და მისი ხელმძღვანელობით „სელტამ“ ყველა ტურნირზე 9 მატჩი მოიგო, 9-ჯერ ფრეს დასჯერდა და 15-ჯერ მარცხი განიცადა.

რაფაელ ბენიტესს თავის დროზე „ვალიადოლიდში“, „ოსასუნაში“, „ექსტრემადურაში“, „ტენერიფეში“, „ვალენსიაში“, „ლივერპულში“, „ინტერში“, „ჩელსიში“, „ნაპოლიში“, „რეალში“, „ნიუკასლში“, „დალიანსა“ და „ევერტონში“ აქვს ნამუშევარი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.115709