ფეხბურთი

15:14 | 12.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

საბერძნეთის ნაკრების შემადგენლობა ევრო 2024-ის პლეი-ოფისთვის

საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ურუგვაელმა სპეციალისტმა 27 ფეხბურთელი შეარჩია, რომლებსაც ნახევარფინალში ყაზახეთთან და პოტენციურად ფინალში (საქართველოსთან ან ლუქსემბურგთან) დაეყრდნობა. საბერძნეთის ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: ოდისეას ვლახოდიმოსი (ნოტინგემ ფორესტი), ალექსანდროს პასხალაკისი (ოლიმპიაკოსი), სოკრატის დიუდისი (ზაგლებიე ლუბინი), გიორგიოს ათანასიადისი (აეკ)

მცველები: კოსტას ციმიკასი (ლივერპული), დინოს მავროპანოსი (ვესტ ჰემი), მანოლის სალიაკასი (ზანკტ პაული), დინოს კულიერაკისი (პაოკ), პანოს რეცოსი (ოლიმპიაკოსი), ლაზაროს როტა (აეკ), პანტელის ხაციდიაკოსი (კალიარი), ჯორჯ ბალდოკი (შეფილდ იუნიატედი), გიორგიოს ცაველასი (ათრომიტოსი)

ნახევარმცველები: ტასოს ბაკასეტასი (პანათინაიკოსი), ანდრეას ბუხალაკისი (ჰერტა), ზეკა (პანათინაიკოსი), მანოლის სიოპისი (კარდიფ სიტი), დიმიტრის კურბელისი (კარაგუმრუკი), პეტროს მანტალოსი (აეკ), ანასტასიოს ჩაციოვანისი (ანკარაგიუჯუ)

თავდამსხმელები: გიორგის მასურასი (ოლიმპიაკოსი), გიორგის იაკუმაკისი (ატლანტა იუნაიტედი), ხრისტოს ცოლისი (ფორტუნა დიუსელდორფი), ვანგელის პავლიდისი (ალკმაარი), ფოტის იოანიდისი (პანათინაიკოსი), დიმიტრის პელკასი (ბაშაკშეჰირი), იანის კონსტანტელიასი (პაოკ)

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის ნაკრები 21 მარტს, ნახევარფინალში ყაზახეთის ნაკრებს უმასპინძლებს, გამარჯვების შემთხვევაში კი, 26 მარტს, სტუმრად საქართველოს ან ლუქსემბურგის ნაკრებს ფინალში დაუპირისპირდება.

0.125013