ფეხბურთი

0:11 | 12.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

პოლიტანო: "ბარსელონასთვის" მზად ვართ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქ არც ვიქნებოდით"

„ნაპოლის“ ფეხბურთელმა მატეო პოლიტანომ „ბარსელონასთან“ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, მეტოქე ძლიერია, მაგრამ მზად არიან ბრძოლისთვის ეცდებიან თავიანთი შანსები გამოიყენონ.

„ბარსელონა“ ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია, მაღალი კლასის ფეხბურთელებით. პირველი მატჩის პირველ ტაიმშიც ვნახეთ ეს, როცა სირთულეები შეგვიქმნეს. ძალიან რთული მატჩი იქნება და მათ ბურთის ფლობის საშუალება არ უნდა მივცეთ. ბოლო მატჩებში ჩვენს ძლიერ მხარეებს კარგად ვიყენებთ, ბურთს ვფლობთ და მაღალ პრესინგს ვთამაშობთ. ვიცით, რომ „ბარსას“ დაცვაში პრობლემები აქვს და ამიტომ წნეხში უნდა მოვაქციოთ. ორი დღის განმავლობაში ვსწავლობდით მეტოქეს, ვეცდებით, ყველაფერი პრაქტიკაში ვაჩვენოთ.

დიახ, პენალტებზე ვივარჯიშეთ, რადგან ვიცით, რომ შეიძლება საჭირო გახდეს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მანამდე გავიმარჯვებთ. გუნდში ჩემს გარდაც ბევრი გამოცდილი ფეხბურთელია, რომლებიც ეროვნულ ნაკრებებში თამაშობენ. ასეთი მატჩებისთვის მომზადება ავტომატურად ხდება. დიდი სურვილი გვაქვს, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეთ. ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის, გულშემატკივრებისთვის და კლუბისთვის. არავის სჭირდება მოტივირება, ვიცით, რომ 110%-ით უნდა დავიხარჯოთ.

„ნაპოლიმ“ თავისი თამაში უნდა ითამაშოს, უნდა ვეცადოთ მაღალი დაცვით თამაშს, რადგან მათ ძლიერი თავდამსხმელები ჰყავთ. სიღრმიდან შეგვიძლია „ბარსელონას“ ოსიმენის საშუალებით პრობლემები შევუქმნათ, ასე საგოლე მომენტებიც გვექნება, რომლებიც უნდა გამოვიყენოთ. მზად ვართ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქ არც ვიქნებოდით“, - თქვა პოლიტანომ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და „ნაპოლის“ მატჩი 12 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.

0.126001