ფეხბურთი

20:23 | 11.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნეაპოლელი ჟურნალისტი: "კვარაცხელია და ოსიმენი პრესკონფერენციაზე რატომ არ საუბრობენ?"

ნეაპოლელმა ჟურნალისტმა ჯოვანი სკოტომ განაცხადა, რომ ვიქტორ ოსიმენმა და ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ ერთხელ მაინც უნდა ისაუბრონ პრესკონფერენციაზე.

როგორც მან თქვა, ყოველი მატჩის წინ მედიას მხოლოდ ჯოვანი დი ლორენცოს, მატეო პოლიტანოს ან ჯაკომო რასპადორის არ უნდა უწევდეთ ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხების გაცემა.

„იტალიურად თუნდაც ვერ ლაპარაკობდნენ, კარგი იქნებოდა, ერთხელ მაინც გვენახა ვიქტორ ოსიმენი ან ხვიჩა კვარაცხელია პრესკონფერენციაზე ფრანჩესკო კალცონასთან ერთად. ჩემპიონთა ლიგის ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის წინ მათი კომენტარის მოსმენა კარგი იქნებოდა. სხვებს არაფერს ვუკარგავ, მაგრამ მსგავსი მატჩები ჩემპიონებისაა“, - თქვა სკოტომ.

0.116274