კამერუნის ჩემპიონატში 62 ფეხბურთელი დისკვალიფიცირებულია. მიზეზი კი, ასაკის გადაკეთებაა.
როგორც კამერუნის ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება, მათ ორმაგი პირადობის მოწმობა აღმოაჩნდათ ასაკის შეცვლის მიზნით.
ყველაზე მეტი ფეხბურთელი „იოსას“ წარმოადგენს (13), ხოლო 7 ფეხბურთელი „ვიქტორია იუნაიტედის“ ღირსებას იცავს.
დისკვალიფიცირებულთა შორისაა ვილფრიდ ნათან დუალა, რომელიც აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრების შემადგენლობაში იყო და ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელად მიიჩნეოდა. ის 2006 წლის 15 მაისს არის დაბადებული გაყალბებული მოწმობის თანახმად.
თუმცა, მისმა გარეგნობამ მაშინვე დიდი ეჭვები გამოიწვია, რადგან 18 წლის ფეხბურთელს ნამდვილად არ ჰგავდა.