რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის მე-14 ტურში, ხაბაროვსკის “სკა-ენერგიამ” სტუმრად ორენბურგის “გაზოვიკთან” ქულა აიღო (1:1), რაშიც დიდი წვლილი სტუმართა ქართველმა ნახევარმცველმა გუჯა რუხაიამ შეიტანა.
მან ხაბაროვსკელები 36-ე წუთზე დააწინაურა, როდესაც პენალტი ზუსტად შეასრულა. მასპინძლებმა ანგარიში ასევე თერთმეტმეტრიანით გაათანაბრეს. რუხაიამ სრულად ითამაშა, ხოლო ნახევარმცველი გოგიტა გოგუა და მარჯვენა მცველი კახა ალადაშვილი 18-კაციან განაცხადში არ იყვნენ. “სკა-ენერგიას” სამატჩო განაცხადში რუსეთის მოქალაქე ლაშა იმედაშვილი იმყოფებოდა.
რუხაიამ გოლი წინა ტურშიც გაიტანა, როდესაც ხაბაროვსკელებს შინ ასტრახანის “ვოლგართან” 1:0 მოაგებინა.b>