ფეხბურთი

17:40 | 11.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუქსემბურგის ნაკრებს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა

ლუქსემბურგის ნაკრებს მარცხენა მცველი დირკ კარლსონი გამოაკლდა. „სენკტ პიოლტენის“ ფეხბურთელმა კუნთი გაიწყვიტა, შესაბამისად, გარკვეული პერიოდით იუქმებს.

კარლსონი ლუქსემბურგის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრია და მნიშვნელოვანი დანაკლისი იქნება. მანამდე ცნობილი იყო, რომ ტრავმების გამო ლუქსემბურგი ვინსენ ტილსა და მარვინ მარტინსს ვერ დაიხმარდა, ხოლო დანიელ სინანი დისკვალიფიცირებულია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩი 21 მარტს, „დინამო არენაზე“ გაიმართება. ამ წყვილში გამარჯვებული ფინალში 26 მარტს, საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის უმჯობესს შეხვდება.

0.120255