ფეხბურთი

16:59 | 11.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფოთის "კოლხეთის" პირველი მოგება ეროვნულ ლიგაში დაბრუნების შემდეგ

ფოთის „კოლხეთმა“ ეროვნულ ლიგაში დაბრუნების შემდეგ პირველი თამაში მოიგო. დავით კვირკველიას გუნდმა მესამე ტურში „გაგრას“ უმასპინძლა და 2:1 აჯობა.

მატჩი ქობულეთში გაიმართა, რადგან ფოთის სტადიონს ისევ პრობლემები აქვს. 31-ე წუთზე გიორგი ლომთაძის გოლით სტუმრები დაწინაურდნენ, მაგრამ ტაიმის ბოლოს ლევან კაკუბავას ავტოგოლით ანგარიში გათანაბრდა.

57-ე წუთზე გამარჯვების გოლი ლაშა კოხრეიძემ გაიტანა, რომელმაც თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოაპოვებინა.

„კოლხეთი“ 4 ქულით მეხუთე ადგილზეა და მომდევნო ტურში „სამგურალს“ ეთამაშება, ხოლო „გაგრამ“ სამივე ტურში მარცხი განიცადა და უქულოდ ბოლო ადგილზეა, წინ კი, „სამტრედიასთან“ მატჩი აქვს.

„კოლხეთი“ – „გაგრა“ 2:1 (1:1)

გოლები: 0:1 ლომთაძე (31), 1:1 კაკუბავა (44, ა.გ), 2:1 კოხრეიძე (57)

0.118916